ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ალმა ზადიჩი საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად გაფორმებულ მემორანდუმს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„დღეს ჩემს ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან ერთად ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს
სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნები უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების სფეროში
ერთ-ერთი მიზანია რომ ევროკავშირის სტანდარტების იმპლემენტაცია განხორციელდეს მართლმსაჯულების სფეროში და გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
მადლობა ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის“, - წერს ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი.