წელის მწვავე ტკივილის გამო, „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
ინფორმაციას „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს.
„წელის მწვავე ტკივილის გამო, კვარაცხელია ბერგამოში გასვლით მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს“, - წერია კლუბის განცხადებაში.