logo_geo
eng_logo
ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უკონტროლოდ ჩამოვარდნის გამო, ესპანეთმა საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით დახურა
- +

5 ნოემბერი. 2022. 01:31

 

 

ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უკონტროლოდ ჩამოვარდნის, ესპანეთმა კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და კიდევ სამი რეგიონის თავზე ცა დროებით დახურა.

 

4 ნოემბერს ესპანეთის 46 აეროპორტში დაგეგმილი 5 484 რეისიდან 300 ფრენა საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვების გამო გადაიდო.

 

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ჩინეთის უძლიერესი რაკეტის, Long March 5B-ის ნარჩენები მიწისკენ უმისამართოდ ეშვებოდნენ. მათი უმეტესობა დაიწვა, დანარჩენი კი წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

 

რაკეტა 31 ოქტომბერს სამხრეთ ჩინეთიდან გაფრინდა, მას ჩინეთის კოსმოსური სადგურის მესამე მოდული უნდა გადაეტანა, თუმცა იგი ატმოსფეროში აფეთქდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner