logo_geo
eng_logo
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
- +

5 ნოემბერი. 2022. 12:42

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსთან - ჯეიმს ულინთან და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სპეციალურ წარმომადგენელთან - ჯორჯ ჯუზმესკისთან.

სტუმრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურას და საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრებზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და სხვა მიმართულებებით საქართველოში არსებული მდგომარეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსმა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სპეციალურ წარმომადგენელმა არსებული თანამშრომლობის და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები.

შეხვედრის დასასრულს, თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსს - ჯეიმს ულინს და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სპეციალურ წარმომადგენელს - ჯორჯ ჯუზმესკის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა სამომავლო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner