logo_geo
eng_logo
„ორბანი ამტკიცებს, რომ პუტინის სუპერ მეგობარია“ - აქცია პერფორმანსი ვარშავაში
- +

5 ნოემბერი. 2022. 19:55

 

 

პოლონეთის დედაქალაქში უნგრეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა აქცია პერფრომანსი გამართეს, რითაც, მათივე თქმით, კრემლის ლიდერის მიმართ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის დამოკიდებულება გააპროტესტეს.

 

აქტივისტებმა აქციაზე პუტინის საფრთხობელად მიიტანეს.

 

„ორბანმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის პუტინის სუპერ მეგობარია. როდესაც უნგრეთის პრემიერი სამყაროს სხვა პერსპექტივიდან შეხედავს, ბევრი რამ შეიცვლება. რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა,  მისი გაზი არა მხოლოდ საშინლად სუნიანი, არამედ მომაკვდინებელიცაა და  მისი პოლიტიკის გამო მსოფლიო ახლა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner