“მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა - 10,2% გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი, ეს არის კომპლექსში ყველაფერი ერთად”, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ტურიზმის ძალიან მნიშვნელოვანი აღდგენა მიმდინარე წელს. 2019 წელთან შედარებით, შემოსავლების მიხედვით, ჩვენ გვაქვს თითქმის 97%-იანი აღდგენა. დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი მიიღო ქვეყანამ მხოლოდ ამ სექტორიდან, თუმცა მარტო ეს არ არის ზრდის განმაპირობებელი. აქ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლის ძირითადი წყარო იყო ევროკავშირი, შემდეგ თურქეთი, აშშ. ასევე იყო ძლიერი ექსპორტი, რომელიც წლების მუშაობის შედეგია. ამასთან, გაზრდილია გადმორიცხვები. ყველაფერი კომპლექსში გვაძლევს იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში გვაქვს“, - განაცხადა დავითაშვილმა.