„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია GFK-ს 2015 წლის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ყირიმის მოსახლეობის 93% რუსეთთან მიერთებას უჭერს მხარს:
„ეს რა, თუ სანდო ორგანიზაციაა მაშინ რა გამოდის? ყირიმის ოკუპაციას და ნაცმოძრაობის მაღალ რეიტინგს გვიმტკიცებენ ეს კრემლის პიარშიკები? არასოდეს შემპარვია ეჭვი მიშასა და კრემლის საერთო ინტერესებზე, ეს უხვად აძლევდა მიწებს, ისინიც „აპრავებდნენ", - ამბობს დაჩი ცაგურია.