„მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი განვითარდეს ისე, რომ სახელმწიფოს ინტერესები გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს დაცული და საქართველოს სარგებელი იყოს გათვალისწინებული“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რაიმე პორტს, რა თქმა უნდა ეს ეკონომიკისთვის კარგი იქნება, მაგრამ თუ გვინდა რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და ეს იყოს მიმზიდველი, უფრო მეტი ტვირთი იყოს და უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი ჩნდებოდეს ქვეყანაში, ეს უნდა იყოს სწორი მიდგომა, სადაც კონკურენტუნარიანი გარემო იქნება შექმნილი.
მიმდინარე წელს ბევრი სიახლე გვაქვს, ბევრ პოტენციურ ინვესტორსა და პოტენციურ ოპერატორს შევხვდით, დაინტერესება არის ძალიან დიდი. პირველი 10 ოპერატორი მსოფლიო მასშტაბით, ვინც ოპერირებს პორტებში, საქართველოში, ანაკლიის პორტში ოპერირებით დაინტერესებულია 3“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.