logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს სტაბილური გარემო - პირველ რიგში, გვქონდეს მშვიდობა, რომ უზრუნველვყოთ ეკონომიკის ზრდა და ეკონომიკური განვითარება
- +

5 ნოემბერი. 2022. 22:23

 

 

 

საქართველოში შექმნილია დოვლათი მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების და მათ შორის, ევროპის აღმოსავლეთის ქვეყნების - ეს ქვეყნები საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, მათ ბევრი პრობლემა თავიდან აიცილეს და მოახერხეს, რომ ერთობით, ევროკავშირის დახმარებით მოახერხეს თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და ეკონომიკის ხელახალი შენება დავიწყეთ, ამიტომ ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სტაბილური გარემო - პირველ რიგში, გვქონდეს მშვიდობა, რომ უზრუნველვყოთ ეკონომიკის ზრდა და ეკონომიკური განვითარება, შევქნათ დოვლათი და დავეწიოთ და ახლოს ვიყოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნებთან მაინც და ევროკავშირის სტანდარტებს მივუახლოვოთ ჩვენი ცხოვრების დონე. სხვა ალტერნატივა და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და საქართველო უნდა იყოს საიმედო და სანდო პარტნიორი უცხოელი ეკონომიკური აგენტებისთვის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner