logo_geo
eng_logo
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზებს აწყობენ, მარცხენა სანაპიროზე კი სანაპირო ზოლს ნაღმავენ
- +

5 ნოემბერი. 2022. 23:12

 

 

ოკუპანტები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზებს აწყობენ, მარცხენა სანაპიროზე კი სანაპირო ზოლს ნაღმავენ და მოსახლეობა გაჰყავთ,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობა ავრცელებს.

 

„მტერი აქტიურ თავდაცვაშია და დაკავებული საზღვრების შენარჩუნებას ცდილობს. მარჯვენა სანაპიროზე ძალებითა და ტექნიკით მანევრირებს, თავდაცვის ხაზებს აწყობს, მარცხენა სანაპიროს ნაღმავს და მოსახლეობა გაჰყავს 15-კილომეტრიანი ზონიდან, თხრილებში ათავსებს ტექნიკას დასაცეცხლე პოზიციებს აწყობს”.

 

სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობა ასევე აღნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში უკრაინელი არტილერისტები მტრის პოზიციებზე დარტყმებს აწარმოებდნენ, კერძოდ, ლოგისტიკურ ცენტრებზე, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე. მათი თქმით, უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ “ანტონოვის” ხიდის გასწვრივ მოწყობილი ალტერნატიული გადასასვლელი დაბომბეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner