„უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით... ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი მიწოდებას ეხება: ესაა ტექნიკა, საბრძოლო მასალა, კავშირი, ზამთრის ნივთები. ცალკე განვიხილეთ სარაკეტო და დრონების ტერორისადმი წინააღმდეგობა - უკვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები, ჩამოგდების პროცენტი გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ რჩება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინული ცის სრული დაცვა და ამისთვის ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი გაკეთდება. ამ მხრივ მან დააანონსა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელოდება საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან მჭიდროდ მუშაობს პარტნიორებთან, რათა მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა და არტილერია მიიღოს.