„დღეს დორბლიან-კეზერაშვილის კანტორამ - ანუ კამანდირმა მელაძემ მისი მოკლე ჭკუით „ამხილა“ ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნუკა არველაძე წერს.
„დღეს დორბლიან-კეზერაშვილის კანტორამ - ანუ კამანდირმა მელაძემ მისი მოკლე ჭკუით „ამხილა“ ბიძინა ივანიშვილი. არ დამეზარა, სპეციალურად ვუყურე და რა კარგი ვქმნი, რომ ვუყურე. გავიგე, რომ ამ ღვთისნიერმა ოჯახმა, რომელმაც ტყე იჯარით აიღო საჩხერის რაიონში, გადაწყვიტა იშვიათი და გადაშენების პირას მისული ფრინველების მიშენება-გამრავლება და ამისთვის სასწაული პროექტია განხორციელებული. ტყე დაცულია ბრაკონიერებისგანაც და სხვა გარეშე ფაქტორებისგან!
იმისათვის, რომ ეს ადამიანი საქართველოს ფლორა - ფაუნაზე ზრუნავს, ამაზე ვინ რა უნდა თქვას ცუდი? ნამდვილად ძალიან მაგარი პროექტია! ამდენად ტვინნაღრძობები როგორ არიან-მეთქი, ვიფიქრე და მერე გამახსენდა, რომ სააკაშვილის დროს გადანაწილებული ჰქონდათ საქართველო, მათ შორის ტყეები და წარმოგიდგენიათ, რამხელა ზარალშია კეზერას სბროდი?
ნოდარ მელაძის შაბათი, კი, ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ კაკაბის და ხოხბის ხორცი უნდა გაყიდოს. მოწმედ რომ ჩხობაძე გამოგყავთ, ეგაა ყველაზე დიდი კომედია!არ მახსოვდეს მაინც, მაგის მინისტრობის დროს რა განუკითხაობა იყო!
ძალიან გიჭირთ, მაგრამ არა უშავს, ხელფასს გამომუშავება უნდა და რას იზამთ, სხვა რა გზა გაქვთ!
ალბათ გიღირთ ეგ ფული იმდენად, რომ იდიოტებად ჩანდეთ!“ - წერს ნუკა არველაძე.