logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: როდესაც მსოფლიო ერთიანია, ტერორისტებს შანსი არ აქვთ
- +

6 ნოემბერი. 2022. 02:01

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგი იყო ის, რომ მარცვლეულის დერეფნის წყალობით შესაძლებელი გახდა მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება.

 

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, სწორედ მარცვლეულის ექსპორტის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს შეუძლია უზრუნველყოს სტაბილურობა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის მიუხედავად.

 

„მსოფლიო არ შეუშინდა რუსულ შანტაჟს, მთავარი მოქმედი პირები მოქმედებდნენ გადამწყვეტად და შედეგად, სასურსათო კრიზისის გამწვავება თავიდან იქნა აცილებული. ეს არის ამ შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგი. როდესაც მსოფლიო ერთიანია, ტერორისტებს შანსი არ აქვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner