ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ურყევი იქნება.
სალივანი უკრაინაში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი შტაბის უფროსს, ანდრეი ერმაკს შეხვდა და თქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ერთგულია ორპარტიული თანამშრომლობის, რათა შენარჩუნდეს ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება.
„აშშ აპირებს უკრაინის გვერდით იმდენ ხანს იყოს, რამდენიც დასჭირდება ამ ბრძოლაში. მერყეობა არ იქნება“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.