logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ცხრა წელი შესრულდა რაც ჩვენს გვერდით აღარ არის ქალბატონი ირინა ენუქიძე
- +

25 აგვისტო. 2016. 17:40



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილი სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.


„დღეს ცხრა წელი შესრულდა რაც ჩვენ გვერდით აღარ არის ქალბატონი ირინა ენუქიძე - განსახიერება ძალადობის წინაააღმდეგ მებრძოლი ქალისა, რომელიც თავისი შეუპოვრობითა და სამართლიანობისათვის ბრძოლით ჩვენი ეპოქის სიმბოლოდ იქცა.

 

იგი იბრძოდა არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების, არამედ ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ სანდრო გვირგვლიანი მკვლელობის მსგავსი ტრაგედიები აღარასდროს განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში.

 

„ჩემი შვილის სიცოცხლე დასრულდა. მე ახლა თქვენი შვილებისთვის ვიბრძვი" - ქალბატონი ირინას სულისშემძვრელი ნათქვამი ასახავს ერთი მხრივ უდიდეს ტრაგიზმს, მეორე მხრივ კი სხვებისადმი უანგარო თავდადებას.

 

ქალბატონი ირინას ხსოვნა გვასწავლის, რომ ძალადობისადმი შეუწყნარებლობა ის საფუძველია, რომელსაც საზოგადოების განვითარება უნდა დაეუფძნოს; რომ ერთი ადამიანის როლი ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაში ზოგჯერ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

 

და მე ღრმად მწამს, რომ ქალბატონი ირინას გამარჯვებამ ძალადობრივ რეჟიმზე საფუძველი ჩაუყარა ისეთ საქართველოს, სადაც არც ერთ დედას აღარ ხვდება წილად ასეთი ტრაგიკული ბედი. და რომ ჩვენი შვილები მშვიდობიან, უსაფრთხო გარემოში გაიზრდებიან", -  ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner