logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: გია ბარამიძის მესმის. 15 წლის შემდეგ კი არა 7 ნოემბრის მოვლენების გამო მეორე დღეს არ დაკომპლექსებულან, სირცხვილის გრძნობა არ ჰქონდათ. პირიქით, სულს ამოგხდითო, გვემუქრებოდნენ და დღემდე ამ შანტაჟში გვამყოფებენ
- +

7 ნოემბერი. 2022. 01:07

 

გია ბარამიძის მესმის. 15 წლის შემდეგ კი არა მეორე დღეს არ დაკომპლექსებულან და სირცხვილის გრძნობა არ ჰქონდათ. პირიქით, სულს ამოგხდითო, გვემუქრებოდნენ და დღემდე ამ შანტაჟში გვამყოფებენ, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ .

დაჩი ცაგურიამ 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და მაშინდელი ხელისუფლების მიერ გამოვლენილ სისასტიკეზე ისაუბრა. მისივე თქმით, ეს იყო შოკისმომგვრელი, ანგარიშსწორების აქტი ხელისუფლების საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და იგი არ წარმოადგენდა აქციის დაშლის სურვილით გამოწვეული ღონისძიებას.

ცაგურიამ ასევე კომენტარი გააკეთა გიორგი ბარამიძის მიერ ნათქვამ ფრაზაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბრის მოვლენებით არ უნდა დაკომპლექსდეს.

მართალი, გია ბარამიძის მესმის! 15 წლის შემდეგ კი არა მეორე დღეს არ დაკომპლექსებულან. სირცხვილის გრძნობა არ ჰქონდათ და პირიქით, სულს ამოგხდითო, გვემუქრებოდნენ და დღემდე ამ შანტაჟში გვამყოფებენ. დღემდე სულის ამოხდით გვემუქრებიან. იმას კი არ განიცდიან, ვაიმე, 7 ნოემბერს ეს რა ცუდი რამ ჩავიდინეთო, ან 26 მაისს, ადამიანები რომ დავხოცეთ და სახურავებზე დავალაგეთ, ვაიმე, ეს რა მოგვივიდაო. არა! უფრო მაგრად რატომ არ დაგვხოცეს, უფრო მაგრად რატომ არ დაგვლეწეს, აი, ბოლომდე რატომ არ გაგვანადგურეს, მაგას განიცდიან, ხომ, თორემ, მათ მეორე დღესვე, მალევე უნდა ჰქონოდათ სირცხვილის განცდა. ახლა, 15 წლის თავზე, ვინ ელოდება გია ბარამიძისგან?!“, - განაცხადა ცაგურიამ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner