უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ლევან სახელაშვილის ცხედარი გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ის 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.
სახელაშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ. 38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.