logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „ქართული ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ
- +

9 მარტი. 2016. 15:31


„კოალიცია „ქართული ოცნება" უნდა დაიშალოს და პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ", - ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საუბრობს. როგორც გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ასეთ შემთხვევაში, არჩევნები იქნება უფრო გამჭვირვალე და მოსახლეობას ზუსტად ეცოდინება თუ ვის და რატომ აძლევს ხმას.


„მიმაჩნია, რომ უფრო გონივრული და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იქნება, რომ კოალიციიდან გამოვიდნენ ძალები და დამოუკიდებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. კოალიცია უნდა შედგეს არჩევნების შემდგომ, გამარჯვებული პარტიების მიერ. ეს იქნება უფრო გამჭვირვალე პროცესი. ამასთანავე მომავალში კოალიციაში ადგილი არ ექნება ზოგიერთი პარტიის მხრიდან უცნაურ განცხადებებს ადგილი. ასეთი ხელოვნური გაერთიანებებით, ცივილიზებულ მსოფლიოში არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. მხოლოდ მას შემდეგ ხდება კოალიციის შექმნა, როდესაც ისინი არჩევნებში იმარჯვებენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" დაიშალოს და თითოული აპრტია გამოვიდეს დამოუკიდბელად, რათა საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს ვის აძლევს ხმას", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner