logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: არჩევნების შემდეგ, განიხილება თინათინ ხიდაშელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა
- +

25 აგვისტო. 2016. 17:42



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, თინა ხიდაშელთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:



„რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არჩევნების შემდეგ, განიხილება თინათინ ხიდაშელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. საქმე ეხება საგარეჯოს არჩევნების დროს სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებულ ზეწოლას, რათა მათ ხმა თინა ხიდაშელის ნათესავის და თანაპარტიელის თამარ ხიდაშელისთვის მიეცათ. სამხედროებმა უკვე აღიარეს ზეწოლის ფაქტები და ეს დოკუმენტალურადაც დააფიქსირეს. არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელიც ხიდაშელის ბრალეულობას კვეთს. თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომისთანავე თინა ხიდაშელმა დაიწყო ღია შეტევა პრემიერ მინისტრზე, ქალაქის მერზე და თავდაცვის მინისტრზე, რათა შექმნას გარკვეული მითი იმის შესახებ, რომ პასუხისგებაში ის არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, არამედ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო მისცეს", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner