logo_geo
eng_logo
ნორვეგია რუსეთის საზღვარზე ფოლადის ღობეს აშენებს
- +

25 აგვისტო. 2016. 17:44



ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთთან შორეულ არქტიკულ საზღვარზე ფოლადის ღობე ააშენოს. სწორედ ამ საზღვრის გამოყენებით შარშან რუსეთიდან 5500 სირიელი ლტოლვილი შევიდა ნორვეგიაში.


ღობე 200 მეტრის სიგრძის და 3.5 მეტრის სიმაღლის იქნება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია აკრიტიკებს.


ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობით, წელს ეს საზღვარი არც ერთ ლტოლვილს არ გადაუკვეთია და შესაბამისად გაუგებარია ოსლოს ეს გადაწყვეტილება.


ღობის მშენებლობის დასრულება მომდევნო კვირებშია დაგეგმილი ვიდრე ტერიტორიაზე აცივდება. ამ დროისათვის მუშებს უკვე დაწყებული აქვთ მოსამზადებელი სამუშაოები. ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ოვე ვანებომ გადაწყვეტილება დაიცვა და მას "პასუხისმგებლიანი ზომა" უწოდა.



 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner