logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია: თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა, ასეთ „თავისუფლებაზე“ დგას - ლაყბობის, ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების თავისუფლებაზე
- +

7 ნოემბერი. 2022. 14:03

თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა, ასეთ „თავისუფლებაზე“ დგას - ლაყბობის, ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სოცილურ ქსელში წერს.

იგი ერეკლე მეფის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

რადიო თავისუფლება“ რომ ერეკლე მეორეს დაბადების დღეს სტატიას აქვეყნებს, ჭორია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, შესაძლოა, მეფეს ცოლი ღალატობდაო. ჯერ ხომ ყველაზე არაეთიკური და გოიმური სვლაა ერეკლე მეორეს გაშავების კამპანიაში, მაგრამ სიმბოლური ისაა, რომ თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა (და ყველა სხვა თავისუფლების სახელს ამოფარებული სუბიექტი), სწორედ ასეთ „თავისუფლებაზე“ დგას, ლაყბობის, ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების თავისუფლებაზე“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

„რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „7 ნოემბერი მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღეა. მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ბევრი მითი და ჭორი უკავშირდება. მათ შორისაა ისტორია ერეკლე მეორის ცოლის, დერეჯან დედოფლის ღალატის შესახებ“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner