ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გუშინ თბილისის საკრეულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება დავით ნარმანიას გუშინდელ ნათქვამს ცალსახად უნდა შეეკავებინა თავი და მას არ უნდა ეთქვა ასეთი რამ. ნარმანიას მიმართ პასუხსიმგებლობის საკითხის დაყენება ვფიქრობ, ემოციური ნათქვამია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.