logo_geo
eng_logo
ირაკლი მეძმარიაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

7 ნოემბერი. 2022. 15:28

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, საპილოტე პროგრამის დაწყების საკითხი განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომიტეტსა და ფონდის წარმომადგენლობას შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სკოლებსა და ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა განხორციელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner