ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ სანდრა რულოვსის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მეტად აღარ იძალადებს, არადამაჯერებელია. მისი თქმით, რულოვსი არაფერს არ ნანობს, ისევე, როგორც მისი მეუღლე, მიხეილ სააკაშვილი.
„სანდრა რულოვსის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მეტად აღარ იძალადებს, ძალიან არადამაჯერებელია. ეს შეიძლება გვერწმუნა, თუ ქალბატონი სანდრა ამას იტყოდა 2012 წლის 2 ოქტომბერს, ან მას მერე მოკლე ხანში. ცხადია ჩანს, რომ რულოვსი გულწრფელად არაფერს ნანობს ისევე, როგორც მისი მეუღლე, შესაბამისად, ბოდიშიც არ მოუხდიათ, არადა პოლიტიკურ კარიერაში სწორედ ბოდიშით უნდა დაეწყო ქალბატონ სანდრა რულოვსს. მოკლედ, აშკარაა, რომ მან უბრალოდ გაიმეორა ფრაზა, რაც დაუწერეს", - აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბარში სოსო ცისკარიშვილი.