სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გოგა ხაინდრავას ფილმზე „ჰეროკრატია" სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს:
„ყველამ უყურეთ ამ ფილმს, რადგან ქართული ნაციზმი აღარ დაბრუნდეს უკან... თორემ ამ კადრების მნახველები, ჯერ იარაღით ხელში დავამარცხებთ ამ პოლიტიკური დამნაშავეების ხროვას, ხოლო შემდეგ კი გავასამართლებთ საჯაროდ, საშვილიშვილოდ, თუკი შეეცდება ეს ნაცისტური ხროვა ძალაუფლების კვლავ დაბრუნებას...", - წერს ვახტანგ მაისაია.