გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლო დაწყება.
„ჩვენ ვერ გადავწყვეტთ უკრაინის ნაცვლად. პირიქით, უკრაინამ უნდა თქვას, როდის სურს ასეთი მოლაპარაკებები და მიიჩნევს თუ არა, რომ ის პერსპექტიულია. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკების გზით საზღვრების დარღვევის, ტერიტორიის მიტაცების ფაქტის დაფიქსირება არ შეიძლება იყოს დიპლომატიური ძალისხმევის არსი“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
მანამდე გაზეთ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ კერძო საუბრებში უკრაინას მოუწოდებს, აჩვენოს, რომ იგი ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტი გამორიცხავს მოსკოვთან მოლაპარაკებებს, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია.