logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინამ ახალი სისტემები მიიღო, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის საჰაერო თავდაცვას
- +

8 ნოემბერი. 2022. 01:51

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი სისტემები მიიღო, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის საჰაერო თავდაცვას.

 

„მივიღეთ ახალი სისტემები, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას, უკრაინის ცის დაცვა, რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი არ არის, თუმცა თანდათან მივდივართ ჩვენი მიზნისკენ.

 

დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული სარაკეტო ტერორის ბოლოდროინდელმა ესკალაციამ მხოლოდ გამოიწვია ის, რომ მსოფლიო პასუხობს უკრაინის ახალი დახმარებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს ამ დახმარებას“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღო.

 

კერძოდ, საუბარია საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-სა და Aspide-ზე.

 

„ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. ჩვენ განვაგრძობთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთსა და აშშ-ს“, - აღნიშნა ოლექსი რეზნიკოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner