logo_geo
eng_logo
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
- +

8 ნოემბერი. 2022. 10:40

 

 

 

დღეს გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის დელეგატებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს, თუ რას აკეთებს საქართველო კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად.

 

საქართველოს პრემიერი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ენერგეტიკის სფეროს და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაეთმობა. სამიტზე ეგვიპტეში მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner