logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი საერთაშორისო კორპორატიული თასის მფლობელი გახდა
- +

8 ნოემბერი. 2022. 11:15

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდმა ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.

 

ჩემპიონატი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ჩატარდა.

 

გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები დახვდნენ.

 

საფეხბურთო გუნდი „პატრული“ ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებული ტურნირის ფინალში გავიდა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გუნდს „YAPI KREDİ“-ს დაუპირისპირდა.

 

ქართველმა სამართალდამცველებმა თურქი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით - 7:0 და საერთაშორისო კორპორატიული თასი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner