logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი იაპონური კორპორაცია ITOCHU-ის დირექტორთა საბჭოს წევრს შეხვდა
- +

8 ნოემბერი. 2022. 11:30

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კორპორაცია ITOCHU-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, უფროს აღმასრულებელ ოფიცერს ჰიროუკი ცუბაის შეხვდა.

 

მხარეებმა  საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს.

 

აგრეთვე, განიხილეს საქართველოში კომპანიის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განახლებადი ენერგიის, საქალაქო ინფრასტრუქტურის განახლების და სხვა მიმართულებებით.

 

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად,  მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და  ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner