logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობა ევროპისთვის ცუდი გარიგებაა
- +

25 აგვისტო. 2016. 18:17



აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობა, რომლის გავლითაც რუსული გაზის ევროპულ ქვეყნებში მიწოდება მოხდება, ევროპისთვის ცუდი გარიგებაა.



მისი თქმით, ევროპას რუსული გაზის ნაცვლად, გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია სჭირდება.


„BBC"-ის ცნობით, ვაშინგტონი და რიგი ევროპული ქვეყნები გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგი არიან, რადგან Nord Stream 2 გამოიწვევს ევროპის მეტ დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner