logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი მსოფლიო ბანკის ექსპერტებს შეხვდა
- +

8 ნოემბერი. 2022. 15:50

 

 

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი მსოფლიო ბანკის ექსპერტებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე  აგრო დაზღვევის სისტემაზე და მისი გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს. 

 

„აგრო დაზღვევა არის თემა, რომელთან დაკავშირებითაც კომიტეტი აქტიურად მუშაობს. გვინდა, რომ   სისტემა, რომელიც მოქმედებს და მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის,  რათა დაზღვეული იყვნენ სხვადასხვა მძიმე გარემო პირობებისგან,  გახდეს კიდევ უფრო უკეთესი.

 

მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ექსპერტები ამ მიმართულებით გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რომელიც გულისხმობს საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზებას და საქართველოში აგრო დაზღვევის სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით საუკეთესო რჩევებს. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ მსოფლიო ბანკის ექსპერტული ჩარევის ფარგლებში მივიღოთ მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ გავაუმჯობესოთ აღნიშნული სისტემა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner