logo_geo
eng_logo
სამხრეთ კორეაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვარიკოზული ვენების სამკურნალო რეგულარული სამედიცინო პროგრამა დაიწყო
- +

7 ნოემბერი. 2022. 20:00

 

 

 

სამხრეთ კორეაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვარიკოზული ვენების სამკურნალო რეგულარული სამედიცინო პროგრამა დაიწყო. ქალაქ ბუსანში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პაციენტების მკურნალობისა და მაღალტექნოლოგიურ პროცედურებს მოწინავე კლინიკები უზრუნველყოფენ.

 

სამედიცინო პროგრამას Nanum ქალაქის მთავრობამ, ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად, სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით დაიწყო. სპეციალისტების თქმით, ეს არის უსაფრთხო, მინიმალურად ინვაზიური, არაქირურგიული მეთოდი, რომელიც არ ჰოსპიტალიზაციას ან ხანგრძლივ რეაბილიტაციას არ საჭიროებს. პროგრამა „ნანუმის“ ფარგლებში მკრუნალობა პირველმა ქართველმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა. ბენეფიციარმა მომსახურებამა ბუსანში, კიმ ბიონგ-ჯუნის კლინიკა LEDAS-ში მიიღო. უფრო ზუსტად კი, საუბარია მორეციდივე ვარიკოზული ვენების უსაფრთხო თანამედროვე, არაქირურგიული მკურნალობის სერვისზე.

 

LEDAS-ის ხელმძღვანელის კიმ ბიონჯუნის თქმით, „ნანუმის“ პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან პაციენტების მოწვევა დიდი პატივი და პრივილეგიაა მათი კლინიკისთვის.

 

„გავაგრძელებთ ჩვენი სერვისის გაუმჯობესებას და მივყვებით ხარისხის, თუ უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტებს, ვარიკოზული ვენების მკურნალობაში”, - ამბობს კიმ ბიონჯუნი.

 

LEDAS 2004 წელს დაარსდა და სპეციალიზებულია ვარიკოზული ვენების და მათი რეციდივების მკურნალობის მინიმალური ინვაზიურ მეთოდებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კლინიკა რამდენიმე საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner