7 ნოემბერს, მადრიდში, ცნობილ კლუბ „მატადორში“ დათო მაღრაძის ესპანური „ბარაქიანი მიწის“ პრეზენტაცია გაიმართება. პოემის მთარმგმნელია მაიტე ფერნანდესი, მხატვარი- ანატოლი ბელკინი, გამომცემლობა -ENDYMION”.
პოემა „ბარაქიანი მიწა” ნათარგმნი და გამოცემულია მრავალ უცხო ენაზე. ინგლისური ვერსია პოეზიის ფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დრაკონით“ დაჯილდოვდა.
რაც შეეხება მადრიდის 7 ნოემბრის პრეზენტაციას, გაიმართება პერფორმანსი, სადაც ესპანელი დეკლამატორი და ავტორი ესპანურად და ქართულად წაიკითხავს პოემის ფრაგმენტებს. ასევე შედგება ქართული ღვინის დეგუსტაცია.