logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გადამწყვეტი უფრო შეიძლება იყოს არა 12 რეკომენდაციის შესრულება, არამედ ის ზეწოლის მექანიზმები, რომელიც ამ წუთას ჩართულია
- +

8 ნოემბერი. 2022. 19:14

საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გადამწყვეტი უფრო შეიძლება იყოს არა 12 რეკომენდაციის შესრულება, არამედ ის ზეწოლის მექანიზმები, რომელიც ამ წუთას ჩართულია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გადამწყვეტი უფრო შეიძლება იყოს არა 12 რეკომენდაციის შესრულება, არამედ ის ზეწოლის მექანიზმები, რომელიც ამ წუთას ჩართულია. ხელისუფლება სწორად იქცევა, როცა ყველა ღონეს ხმარობს, რომ იმ თემებზე იმუშაოს, რაზეც სამუშაოა და შედეგი დადოს როგორიც შეუძლია. ოპოზიციას ახლა არ ემუშავება. მათაც ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ როდესაც ისინი მიანიშნებენ რაღაც ნეგატივზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, თუნდაც ეს ნეგატივი მართალი იყოს, საზოგადოების დიდი ნაწილი იმას კი არ კითხულობს, შენ რაზეც ლაპარაკობ ეს სიმართლეა თუ არა, მათ აინტერესებთ შენ ვინ ხარ! შენ შეიძლება ამბობ სიმართლეს, მაგრამ ხარ ის ადამიანი, რომელიც გამოასწორებს ამ მოცემულობას?! სწორედ ამ დიდი უნდობლობის მიზეზით არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ცოტა ამომრჩეველი ჰყავს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner