logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ჩემი პოზიციაა, გავაგრძელო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში
- +

25 აგვისტო. 2016. 18:24




ჩემი პოზიცია არის ის, რომ მე გავაგრძელო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოპოზიციური პარტიების იმ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, სადაც  ნარმანიას გადადგომაზე საუბრობენ.



გუშინ ჩვენ ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა დავნიშნეთ თბილისის მერიაში, სადაც ვსაუბრობდით კონკრეტულად ადმინისტრაციული პროცედურების გამკაცრებასა და გაუმჯობესებაზე. იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, თუმცა ასეთ დროს ადგილი ჰქონდა ლკეულ დესტრუქციულ ქმედებებს, რამაც ჩემი ასეთი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ალბათ, მაინც ამ რეაქციას გამართლება არ აქვს და ბოდიში უნდა მოვუხადო საზოგადოებას, ვისაც შეიძლება ამით გული ვატკინე, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც მაგიდასთან ვსხდებით დაინტერესებული მხარეები, ყველას გვქონდეს შესაბამისი მოთმინება, არ შევიდეთ დესტრუქციაში და ხელი არ შევუშალოთ მუშა პროცესს, რომლის ანალოგიც არასდროს ყოფილა ჩვენი წინამორბედების დროს. ისინი არასდროს აკეთებდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ასეთ მუშა და საინტერესო განხილვებს, არასდროს ეძახდნენ ექსპერტებს იმისთვის, რომ პროცედურები დაეხვეწათ. თუ რაღაც დასახვეწი და მოსაგვარებელია, ჩვენ მზაობა გამოვთქვით ამასთან დაკავშირებით. როდესაც მზაობა არის, ასეთ შემთხვევაში, ყველა უნდა დავსხდეთ და კონკრეტული წინადადებებით ვისაუბროთ და ვიმუშაოთ და არ უნდა ვიყოთ დესტრუქციულები", - განაცხადა ნარმანიამ.

 


ამასთან, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მისი თანადებობიდან გადადგომის საფუძველი არ არსებობს.



ამ საკითხთან დაკავშირებით ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ ამ ქალაქში და ბევრსაც ვაკეთებთ, რაზეც ხვალ დეტალურად გვექნება საუბარი საკრებულოს სხდომაზე. ძირითადი აქცენტი გამწვანების პოლიტიკაზე, ამ თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე და ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე მექნება, ასე რომ გადადგომის საფუძველი, მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner