logo_geo
eng_logo
მადრიდში გაიმართა ქართველი პოეტის დათო მაღრაძის პოემის “ბარაქიანი მიწის” პრეზენტაცია
- +

9 ნოემბერი. 2022. 00:06

 

მ.წ. 7 ნოემბერს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მადრიდის კლუბ “მატადორში” გაიმართა ქართველი პოეტის დათო მაღრაძის პოემის “ბარაქიანი მიწის” პრეზენტაცია, რომელიც ესპანურ ენაზე გამომცემლობა “ENDYMION”-მა გამოსცა.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე დეკლამატორმა და ავტორმა ესპანურად და ქართულად წაიკითხეს პოემის ფრაგმებტები. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა საუბარი აუდიტორიასთან თანამედროვე სამყაროში პოეზიის მისიის შესახებ.

პრეზენტაციის მსვლელობისას შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ხოლო ღონისძიების დასასრულს მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner