მ.წ. 7 ნოემბერს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მადრიდის კლუბ “მატადორში” გაიმართა ქართველი პოეტის დათო მაღრაძის პოემის “ბარაქიანი მიწის” პრეზენტაცია, რომელიც ესპანურ ენაზე გამომცემლობა “ENDYMION”-მა გამოსცა.
აღნიშნულ პრეზენტაციაზე დეკლამატორმა და ავტორმა ესპანურად და ქართულად წაიკითხეს პოემის ფრაგმებტები. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა საუბარი აუდიტორიასთან თანამედროვე სამყაროში პოეზიის მისიის შესახებ.
პრეზენტაციის მსვლელობისას შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ხოლო ღონისძიების დასასრულს მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.