ეს ანგარიში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს აგზავნის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 47 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.
„ანგარიში აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც მითითებულია ევროკავშირის მიერ. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა.