logo_geo
eng_logo
ვიქტორ ორბანი: თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება შეუძლებელია
- +

25 აგვისტო. 2016. 18:25




უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება შეუძლებელია და ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეასრულებენ ამ დანაპირებს.



მისი განცხადებით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება „ძალიან დიდი პრობლემა და სენსიტიური" საკითხია.


ორბანის განცხადებით, მას არ აშინებს თურქეთის მუქარა და შანტაჟი. როგორც უნგრეთის პრემიერმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, თურქეთი მის მუქარებს ვერ შეასრულებს რადგან თურქეთის საზღვრის შემდეგ ევროპაში შესასვლელად უნგრეთის საზღვარია, რომელსაც ჩვენ 100 პროცენტით ვიცავთ.



ამავე დროს ორბანმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის პრობლემას ქმნის არასტაბილურობა თურქეთში.



თუ თურქეთი ვერ შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, ეს გახდება დიდი პრობელმა ევროკავშირისათვის თუ მას ექნება უვიზო მიმოსვლა", - განმარტა ვიქტორ ორბანმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner