logo_geo
eng_logo
აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
- +

9 ნოემბერი. 2022. 10:20

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

 

მოქალაქეს, ქალაქ ქობულეთში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით, განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).

 

ვინაიდან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner