გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეს, ქალაქ ქობულეთში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით, განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.