logo_geo
eng_logo
ინდაურის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს
- +

25 აგვისტო. 2016. 18:27



18 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონა", შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ,  ნიდერლანდების სამეფოდან შემოსული ინდაურის გაყინული და მექანიკურად განცალკავებული ხორცის (27000კგ) ეჭვის საფუძველზე, ლაბორატორიული  ანალიზისათვის აღებულ ნიმუშში, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა (salmonella) დადასტურდა.


საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ან განადგურებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner