იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში USAID-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს ჯონ პენელს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა კომიტეტის მიმდინარე აქტივობებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
„კიდევ ერთხელ გამოვხატე მადლიერება იმ საქმიანობისთვის, რასაც USAID საქართველოში ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის ახორციელებს, განსაკუთრებით დემოკრატიის მიმართულებით.
სტუმარს ვესაუბრე ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის კომიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაზეც კომიტეტი ამჟამად მუშაობს. ბატონმა, ჯონ პენელმა საქართველოში USAID - ის მისიის საქმიანობის პრიორიტეტული საკითხები გაგვაცნო და ჩვენ შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შევთანხმდით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.