logo_geo
eng_logo
ლიბერთის ბარათით გადახდისას ‘ზოდი’-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
- +

9 ნოემბერი. 2022. 13:45

 

 

11 და 12 ნოემბერს ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს ახალ აქციას სთავაზობს: ‘ზოდის’ ფილიალებში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, გადახდილი თანხის 30% ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.

 

ზოდის ფილიალები, რომლებშიც მომხმარებელი შეძლებს  აქციით სარგებლობას:

 

თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის N 11

 

რუსთავი, ლეონიძის N 20ა

 

მარნეული, სულხან-საბას N 13

 

გორი, ცხინვალის გზატკეცილი N 33

 

ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N 20

 

‘ზოდი’-ში 30% ქეშბექის მისაღებად საკმარისია ქეშბექის ვებ გვერდზე www.cashback.ge ან მობილურ აპლიკაციაში ზოდის შეთავაზების აქტივაცია და ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

 

აქციის ფარგლებში, ლიბერთის ‘ახალი’ ბარათით გადახდისას აქციის ქეშბექს +10% ქეშბექიც დაემატება. მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს ‘ახალი’ ბარათი, 21 ნოემბრის ჩათვლით განსაკუთრებული პირობები მოქმედებს: akhalibarati.ge

 

ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას CashBack ლიმიტი 1000 ლარია, ხოლო ‘ახალი’ ბარათით გადახდის შემთხვევაში - 1050 ლარი. 

 

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner