logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველოში მოქმედებს ე.წ. პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება წარმოადგენს
- +

9 ნოემბერი. 2022. 16:06

 

 

„ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის განცხადება ცვლის ევროკავშირზე ჩვენს წარმოდგენას, ის ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, დევიდ ლიმ კიდევ ერთი განცხადებით გვაჩვენა არასამთავრობო სექტორის ბნელი მხარე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ.

 

„როგორც დევიდ ლიმ განაცხადა, მის მიერ პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, კარლ ჰარცელმა საკუთარ ოფისში დაიბარა და უთხრა, რომ ის არ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან, არ მივიდოდა ორგანიზაციის ღონისძიებებზე, თუ დევიდ ლი დარჩებოდა აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე. აღნიშნული ირიბი მუქარა და პირდაპირი საბოტაჟია, რომელიც უამრავ კითხვას აჩენს. კითხვებზე პასუხი მხოლოდ კარლ ჰარცელს აქვს, რომელიც იმედია, დუმილს დაარღვევს და საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებს.

 

დევიდ ლიმ კიდევ ერთი განცხადებით გვაჩვენა არასამთავრობო სექტორის ბნელი მხარე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. საქართველოში მოქმედებს ე.წ. პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება წარმოადგენს. დევიდ ლი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა! კორუმპირებულია, პირდაპირ იღებენ თანხებს დონორებისგან, თუმცა არ აკეთებენ საქმეს და ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავენ. ენჯეო სექტორი ბრიუსელში ყველას არწმუნებდა, რომ საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება. სამწუხარო რეალობაა, საქართველოს ერთად ებრძვის, როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე, ოპოზიცია და თვით ევროკავშირიც, ისინი საქართველოს თავისუფლებას და მონური ფსიქოლოგიისგან გათავისუფლებას ვერ ეგუებიან“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner