logo_geo
eng_logo
სემინარი „ერთად ვიმუშაოთ საზოგადოების ჩართულობისთვის“
- +

9 ნოემბერი. 2022. 16:07

 

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ორი დღე მასპინძლობდა საერთაშორისო სემინარს გარემოსდაცვითი განათლებისა და ურთიერთობის შესახებ - „ერთად ვიმუშაოთ საზოგადოების ჩართულობისთვის“, რომელიც მიმდინარე წლის 7-8 ნოემბერს, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გაიმართა.

 

სემინარის მუშაობაში ბათუმის ბოტანიკური ბაღის გარდა, მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღების, კინტრიშის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას ეროვნული პარკის, მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

საზღვარგარეთის ორგანიზაციებიდან სემინარს წარმართავდნენ და საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ „პარტნიორობა ბუნებისათვის“ (აშშ) პრეზიდენტი, ამავე ორგანიზაციის ეკო-განათლების სპეციალისტები, ასევე  ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს - BGCI  (დიდი ბრიტანეთი) საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი (ონლაინ ჩართულობით, ვიდეო პრეზენტაციის  სახით).

 

სემინარის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა:

 

გარემოსდაცვითი განათლების ტექნიკისა და ცოდნის გაღრმავება და საზოგადოებასთან ურთიერთობა;

 

ახალი ქსელების შექმნა გარემოსდაცვით მასწავლებლებს შორის;

 

საჯარო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და შეფასების პრაქტიკული ინსტრუმენტების წარმოჩენა.

 

სემინარის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული მუშაობის შემდეგ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და „პარტნიორობა ბუნებისათვის“ (აშშ) პრეზიდენტმა ტონი ალისონმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

საერთაშორისო სემინარი ბათუმის ბოტანიკური ბაღის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner