logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა
- +

9 ნოემბერი. 2022. 16:30

 

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, იონათან ვსევიოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებულ საომარ მოქმედებებზე, საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

 

„საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ ორ ქვეყანას თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს. შეხვედრაზე, ესტონელ სტუმრებთან, ამ თანამშრომლობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ესტონეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მჭიდროდ უჭერს მხარს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ესტონეთის საგარეო უწყების დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია და ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner