„ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებიან ისინი, ვინც ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუციის „გაპრავებას“ ცდილობს. ძალიან კარგი თვითლუსტრაცია მოახდინეს და ამას მალე იგრძნობენ ტყავზე“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში კვლავ შენარჩუნებულია პოლარიზაცია, ის შეიცავს მოწოდებას პოლიტიკური ძალების მიმართ, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი აგრესიული და განხეთქილებითი რიტორიკისგან და საფრთხეში არ ჩააგდონ საქართველოს ევროინტეგრაციის სურვილი და მისწრაფება.
ანჯაფარიძის თქმით, ძალიან კარგი თვითლუსტრაცია მოახდინეს და ამას მალე იგრძნობენ.
„ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებიან ისინი, ვინც ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუციის „გაპრავებას“ ცდილობს. ძალიან კარგი თვითლუსტრაცია მოახდინეს და ამას მალე იგრძნობენ ტყავზე. თურმე ჩვენ უნდა ჩავღუნოთ თავი, კუთხეში დავდგეთ, შეცდომები ვაღიაროთ, ბოდიში მოვიხადოთ, ფეხებთან მივუხოხდეთ, ტუფლები ავულოკოთ, და ასე მივიღოთ ის საკრალური კანდიდატის სტატუსი“, - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.