ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანა აჩვენებს, რომ სამხედრო ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერა წარმატებულია.
„ეს ცხადყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობას, მონდომებას, ერთგულებასა და ასევე [უკრაინის] მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას. უკრაინული ძალების თანამედროვე აღჭურვილობით მომზადებისა და უკრაინული ძალების გამბედაობის ერთობლიობა შესაძლებელს ხდის ტერიტორიის გათავისუფლებას, როგორც ახლა ხერსონის ირგვლივ ვხედავთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.